ყოველი შემთხვევისთვის მორგებული ქეითერინგის მომსახურება!
მცირე მასშტაბის დაბადების დღეების წვეულებებიდან დაწყებული, დიდ კორპორატიულ ღონისძიებებამდე – Silk Catering გთავაზობთ მორგებულ კულინარიულ გამოცდილებებს, თქვენი საჭიროებების შესაბამისად. თუ გეგმავთ მცირე შეკრებას ან დიდი მასშტაბის ღონისძიებას, ჩვენ გთავაზობთ მოქნილ კულინარიულ გადაწყვეტებს, რომლებიც შეესაბამება ნებისმიერ ბიუჯეტს. ჩვენი მრავალფეროვანი მენიუ შექმნილია ყველა გემოვნების და პრეფერენციის დასაკმაყოფილებლად, რაც უზრუნველყოფს სასიამოვნო გამოცდილებას ყოველი სტუმრისთვის.
კანაპეები, ბარბექიუ, ფურშეტი, თუ საბანკეტო მენიუ – არჩევანი თქვენზეა. ჩვენი ბრენდ შეფი, ირაკლი ასათიანი, თავის გუნდთან ერთად უზრუნველყოფს თქვენს განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ყველა გემოვნებისა და საკვები შეზღუდვის გათვალისწინებით.
ინგრედიენტებით საგულდაგულოდ შერჩეული, გამოცდილი მომწოდებლები გვამარაგებენ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მაღალი ხარისხის სეზონურ პროდუქციას. ჯანსაღ ინგრედიენტებს ვუმატებთ არომატების უნიკალურ კომბინაციებსა და კერძების დახვეწილ პრეზენტაციას, რაც საბოლოო ჯამში სრულყოფილ სურათს ქმნის.
ჩვენი გამოცდილი ივენთ კოორდინატორი დაგეხმარებათ, შეადგინოთ თქვენი ღონისძიებისთვის შესაფერისი გამორჩეული მენიუ და იქნება თქვენ გვერდით თავდაპირველი კონსულტაციიდან ღონისძიების დასრულებამდე, რათა ყველა საჭიროება იყოს გათვალისწინებული.
ღონისძიების მოწყობაში გამოცდილი კოორდინატორი სულ გვერდით გეყოლებათ – თავდაპირველი კონსულტაციიდან ღონისძიების დასრულებამდე, რათა არც ერთი წვრილმანი უყურადღებოდ არ დარჩეს და ყველა თქვენი საჭიროება გათვალისწინებულ იქნას.
„რესპუბლიკა ქეითერინგს“ ღონისძიებების მასპინძლობის დიდი გამოცდილება აქვს.
ჩვენს დამკვეთებს შორის არიან:
- საქართველოს მთავრობა (დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება – 2500 ადამიანი)
- აშშ-ს საელჩო;
- PSP;
- „სილქ როუდ ბანკი“;
- IRI – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი;
- MaxMara;
- ქორწილები, სხვა კერძო თუ კორპორატიული ღონისძიებები.
ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ღონისძიების სახეობასა და მასშტაბს, ჩვენს კლიენტებს ყოველთვის ვთავაზობთ მხოლოდ საუკეთესოს!
შესაძლებელია, დეგუსტაციების დაგეგმვაც, რათა დარწმუნდეთ, რომ შერჩეული მენიუ სრულად გაკმაყოფილებთ.
გეგმავთ ღონისძიებას, რომლისთვისაც გსურთ ქეითერინგის სერვისის განხილვა?
დიდი სიამოვნებით მოგისმენთ და მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას!
sales@republic.ge
+995 322 402 228