წინანდლის მამული
წინანდლის მამული არის ადგილი სადაც დაიბადა კლასიკური ქართული მეღვინეობა. პირველად ბოთლში ქართული ღვინო აქ ჩამოისხა. 1839 წლის მოსავლის საფერავი და მეცხრამეტე საუკუნის სხვა ისტორიული ღვინოები დღესაც ინახება წინანდლის ენოთეკაში. აქ დაცულია წინანდალი, საფერავი, შატო ლაფიტი, შატო იკემი და სხვა მრავალი. კოლექცია 16 500-ზე მეტ რთეულს მოიცავს და მისი უძველესი ეგზემპლარი 1814 წლით თარიღდება.
ალექსანდრე ჭავჭავაძის დროს წინანდლის მამული ერთის მხრივ აგრძელებდა მეღვინეობის რვაათასწლოვან ტრადიციას და მეორეს მხრივ თანამედროვე მიდგომის ახალ სტანდარტს ქმნიდა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და აქ თანაარსებობს კლასიკური ევროპული და ქართული ქვევრის მეღვინეობა. დღეს ვენახის ნაწილზე გაშენებულია ორგანული ღვინო, რომელსაც ჩვენშიც სულ მეტი მიმდევარი ჰყავს.
ვენახში 11 მხოლოდ ქართული ჯიშის ვაზია. უნიკალური ვენახი შემოსაზღვრულია ორი ხევით და ტყით და ის რასაც მეღვინეობაში ტერუარი ჰქვია, აქ მართლაც განსაკუთრებულია.
ყველაფერი, რასაც წინანდლის მამული ღვინის შესაქმნელად იყენებს ექსკლუზიურად წინანდლისთვის არის წარმოებული. ჭაჭის სახდელი დანადგარი უზრუნველყოფს არომატისა და სისუფთავის იმ ბალანსს, რომელიც აუცილებელია ნამდვილი ჭაჭის შექმნისთვის.
ალექსანდრე ჭავჭავაძე 1786 წელს დაიბადა. მისი დაწყებული საქმე თანამედროვე ქართული მეღვინეობაა. აქ, წინანდალში ეს უფრო მკვეთრად იგრძნობა და დღეს წინანდლის მამული კვლავაც გთავაზობთ საუკეთესო ღვინოს.